რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ეს არის ოპოზიციური პარტია, რომელსაც თუ რამე არ მოსწონს, ცდილობს რუსული დაარქვას, მაშინ როდესაც ყველაზე რუსული გადაწყვეტილებები მათი მიღებულია

რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ეს არის ოპოზიციური პარტია, რომელსაც თუ რამე არ მოსწონს, ცდილობს რუსული დაარქვას, მაშინ როდესაც ყველაზე რუსული გადაწყვეტილებები მათი მიღებულია

ჩვენს ოპოზიციას აქვს ევროსაბჭოს 1633 რეზოლუციის კომპლექსი; იცით, რომ ამ რეზოლუციის შინაარსით, მათ ფაქტობრივად დააბრალეს ჩვენს სამხედროებს ომის დანაშაული. ახლა როდესაც ჩვენ გვიჭირავს, როგორც ჰააგას, ისე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ცხადია, ამაზე ვილაპარაკებთ და ეს აუცილებელიც არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ის ოპოზიციური პარტია, რომელსაც თუ რამე არ მოსწონს, ცდილობს ყველაფერს დაარქვას რუსული, მაშინ როდესაც ყველაზე რუსული გადაწყვეტილებები მათი მიღებულია. ახლა ამას დავუპირისპიროთ ჩვენი ხელისუფლების ნაბიჯები რა არის - ცალკე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით ყველზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რომ ჩვენი გუნდის პირობებშია მოპოვებული, ცალკე საერთაშორისო სასამართლოებში რა წარმატებასაც მივაღწიეთ, ამას დავამატოთ ჩვენი უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია საერთაშორისო სამშვიდობო მისებში. ფაქტებით და საქმეებით ვიმსჯელოთ, ვინ ვისკენ არის და ვის - რა კურსი და მოტივაცია გააჩნია. მეორეს მხრივ არიან ეს ადამიანები, რომლებიც დეზინფორმაციის კამპანიის გარდა, რადიკალიზაციის გარდა საკუთარ მხარდაჭერებსაც ვერაფერს სთავაზობენ. საბოლოო ჯამში, როდესაც ასეთ საკითხებზე გვიხდება საუბარი, ეს არასასიამოვნოა. თითოეულ ჩვენგანს გვირჩევნია, რომ საქმეზე მოვახდინოთ ფოკუსირება და კონკრეტულ, მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე გვქონდეს დისკუსია, თუნდაც 12 პუნქტის შესრულების ირგვლივ, მაგრამ როდესაც ერთ მხარეს არის ისეთი დესტრუქციული ძალა, რომელიც წაკითხვის გარეშე აფასებს კანონპროექტებს, განხილვის გარეშე უნდათ რომ დასრულდეს კანონშემოქმედებითი პროცესი და ა.შ. ან ძალიან ზარმაცები არიან, ან უინტელექტოები, ან ორივე“, - განაცხადა იონათამიშვილმა.