ზურაბ ჩხაიძე შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებაზე: ამაზეა ზუსტად ქართული ანდაზა - ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო

ზურაბ ჩხაიძე შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებაზე: ამაზეა ზუსტად ქართული ანდაზა - ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ბრალდებას პასუხობს, რომლის თქმითაც, ჩხაიძე „რუსი ენდოკრინოლოგია“. ხაჭაპურიძე ექიმს რუსულ კონტაქტებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზურაბ ჩხაიძე რუსული გაზეთის საბჭოს წევრია, რომლის რედაქტორიც პუტინმა დააჯილდოვა.

„ჟურნალი არ არის რუსული. ჟურნალი არის სომხეთის. სამეცნიერო ჟურნალი ხაჭაპურიძე შალვასგან ძალიან შორს არის. ელემენტარული წერა-კითხვა არ იცის და ელემენტარული ტერმინოლოგია ვერ ვასწავლეთ ამ კაცს წელიწადის განმავლობაში. ამაზეა ზუსტად ქართული ანდაზა - ვირმა რა იცის ხურმა რა ხილიაო“, - აცხადებს ექიმი.