„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ აგენტურის იარლიყების მუდმივი მიწებება არის რუსული პროპაგანდისტული მეთოდი, რომელსაც ძალიან ბევრი იმეორებს.
მისივე თქმით, უცხოური გავლენის აგენტი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ატარებს სხვა ქვეყნის ინტერესებს.
„მე ვფიქრობ, რომ აგენტურის იარლიყების მუდმივი მიწებება არის რუსული პროპაგანდისტული მეთოდი, რომელსაც, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი იმეორებს. უცხოური გავლენის აგენტი ნიშნავს იმას, რომ თქვენ ატარებთ სხვა ქვეყნის ინტერესებს ამ ქვეყანაში. აგენტს ორმაგი დატვირთვა არ აქვს - ეს არის რუსული მეთოდი“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.
დიახაც შენ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს და შენ ხარ აგენტი