მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით დაქირავებული ამერიკული პიარკომპანიის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან მის მუშაობას უარყოფითი შედეგი მოჰყვა.
„ჩვენ დაქირავებული გვყავდა იურისტი, რომელმაც იმუშავა. ეს ეტაპი უკვე დასრულდა უარყოფითი შედეგით, იმიტომ რომ იცით, რომ პრაქტიკულად ვერაფერი მივიღეთ“, - აცხადებს გიული ალასანია.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს. „ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი.
როგორც „ქრონიკის“ წყარო ამბობს, ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილსა და დავით ტყეშელაშვილს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ყოფილმა ელჩმა მიაწოდეს ინფორმაცია იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ისინი ბრიტანელ ლობისტებთან მართავენ.