გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: მას გადაწყვეტილი აქვს იმ დონის თვითდაზიანება მიიყენოს, რომ როგორმე გათავისუფლდეს საპატიმრო ვადისგან

გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: მას გადაწყვეტილი აქვს იმ დონის თვითდაზიანება მიიყენოს, რომ როგორმე გათავისუფლდეს საპატიმრო ვადისგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიზანია იმ დონის თვითდაზიანება მიიყენოს, რომ პატიმრობისგან გათავისუფლდეს.

„მას გადაწყვეტილი აქვს იმ დონის თვითდაზიანება მიიყენოს, რომ როგორმე გათავისუფლდეს საპატიმრო ვადისგან. [ეს] ძალიან კარგად აშიშვლებს იმ მეთოდებს და ხერხებს, რომლებსაც იყენებს სააკაშვილი და იყენებენ მისი გულშემატკივრები და ოჯახის წევრები, იმისთვის რომ როგორმე ციხიდან დაიხსნან“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

„ვივამედის“ ექიმებმა მსჯავრდებული სააკაშვილის ულტიმატუმი გაახმოვანეს: ექსპრეზიდენტი ჭამას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ გარემოს შეიცვლის. პატიმარმა ექსპრეზიდენტმა მკურნალობის პროცესს მკვლელობის სპეცოპერაცია უწოდა, რომლის მონაწილედ, პარლამენტარებს, ჟურნალისტებსა და კლინიკას ასახელებს.