პინკმა თავისი 11 წლის შვილი სამსახურში აიყვანა

პინკმა თავისი 11 წლის შვილი სამსახურში აიყვანა

პინკმა 2023 წლის ტურნესთვის მზადება უკვე დაიწყო. მომღერალმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი 11 წლის შვილი მომავალ ტურნეში დაასაქმა. 11 წლის უილოუსთვის ეს პირველი სამსახურია და როგორც პინკი ამბობს, უილოუ ანაზღაურებას გამომუშავების შესაბამისად მიიღებს.

"უილოუმ მომავალ ტურნეში სამსახური მიიღო. ჯერჯერობით მინიმალურ ხელფასზე შევთანხმდით, რომელიც ქვეყნების მიხედვით განსხვავებული იქნება", — ამბობს პინკი.

პინკის თქმით, თავის შვილს თითო შოუში $22.50 შესთავაზა, მაგრამ ის $20 დათანხმდა იმ მიზეზით, რომ თანხა ასე უფრო მარტივი დასათვლელი იქნებოდა. პინკმა გაიხუმრა, რომ უილოუს მოლაპარაკების უნარებზე სამუშაო აქვს.

მომღერლის თქმით, ის და უილოუ 25 დოლარზე შეთანხმდნენ, თუმცა პინკს არ უთქვამს, ზუსტად რა ევალება თავის შვილს. მომღერლის ფანები კი უილოუს პირველ სამსახურს ულოცავენ.