58 წლის მონიკა ბელუჩი ბერძნული Vogue-ის მარტის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ფოტოები ჟურნალის Instagram-ზე გამოქვეყნდა.
ფოტოსესიის ავტორი ცნობილი გერმანელი ფოტოგრაფი ელენ ფონ უნვერტია. ჟურნალის მარტის ნომერი შავ-თეთრ ფოტოგრაფიას ეძღვნება.
მონიკა ბელუჩიმ, რომელმაც ფრანგი რეჟისორის, ტომ ვოლფის მონოსპექტაკლში ბერძენი საოპერო მომღერლის, მარია კალასის როლი შეასრულა, საბერძნეთთან საკუთარ კავშირებზე ისაუბრა.