საქართველოში მშვიდობამ ხელი შეუწყო შუა დერეფნის პროექტის ამოქმედებას, ქვეყანა რომ ომში ყოფილიყო ჩართული, ამაზე არავინ იფიქრებდა,- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა, ლადო პაპავამ ისაუბრა.
„სერიოზული პოტენციალი გაჩნდა შუა დერეფნის განვითარების. დღეს უკვე ლაპარაკია არა უბრალოდ ენერგეტიკული რესურსების გატარებაზე არამედ იმაზე, რომ საქართველო თვითონ გახდეს ელექტროენერგიის მწარმოებელი და ამას ხელს უწყობს შავი ზღვის ფსკერზე ელექტრო კაბელი გაყვანა, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს საქართველოსთან, რუმინეთთან შემდგომ, უნგრეთთან და ეს პროექტი ბრიუსელის პატრონაჟის ქვეშ ხორციელდება. ეს მნიშვნელოვანი გარღვევაა. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში მშვიდობაა, ამან ხელი შეუწყო დერეფნის პროექტის ამოქმედებას, ქვეყანა, რომ ომში ყოფილიყო ჩართული ამაზე არავინ იფიქრებდა, მეორე მხრივ ევროპას იმდენად სჭირდება შუა დერეფნის ამოქმედება, რომ ეს არის გარკვეული გარანტი, რომ ბრიუსელი ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული მხარე იქნება, რომ საქართველოში არ მოხდეს საომარი მოქმედებების გაჩაღება“,- განაცხადა პაპავამ.