ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორისაც გაჩნდა უკვე პირველი ბზარი, ამაზე გვაქვს ინფორმაცია

ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორისაც გაჩნდა უკვე პირველი ბზარი, ამაზე გვაქვს ინფორმაცია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, აქვთ ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის დაპირისპირებაა.

„იქაც პირველი ბზარი უკვე გაჩნდა. ვიცით, რომ ხაბეიშვილი არის ფორმალური მმართველი და კეზერაშვილი და მერაბიშვილი მართავენ პროცესებს - კეზერაშვილი საზღვარგარეთიდან და მერაბიშვილი ქვეყნის შიგნით. მათ შორისაც გაჩნდა უკვე პირველი ბზარი. ამაზე გვაქვს ინფორმაცია. მერაბიშვილსაც უნდა უფრო მეტად მოძლიერდეს. ეს პატარ-პატარა დაპირისპირებები არის ამ ყველაფრის გამოვლინება. კიდევ უფრო დაიშლებიან, ამ გავლენისთვის ბრძოლაში ერთმანეთის დაჭმას ეცდებიან“, - აცხადებს კობახიძე.