ასლან ბჟანიას და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საგარეო უწყებამ უკვე გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ასეთ ე.წ. ვიზიტს. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის სტატუს ქვო, რომელიც დღეს არის არაღიარების კუთხით. დღემდე ბელარუსი არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სტატუს ქვო შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ასლან ბჟანიას და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საგარეო უწყებამ უკვე გააკეთა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ ასეთ ე.წ. ვიზიტს. ეს არის ჩვენი პოზიცია. ამავდროულად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ის სტატუს ქვო, რომელიც დღეს არის არაღიარების კუთხით. დღემდე ბელარუსი არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სტატუს ქვო შევინარჩუნოთ. ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ამის საპირისპიროდ მოქმედებს - პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე ბელარუსმა აღიაროს ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა. ითხოვენ სანქციების დაწესებას, ფრენების აკრძალვას - ასეთ პროვოკაციებში ჩვენ მათ არ ავყვებით. ოპოზიცია რასაც ამბობს, ყველაფერი ემსახურება პროვოკაციულ მიზნებს. მათ უნდათ მაქსიმალური ესკალაცია, რათა ბელარუსმა აღიაროს ჩვენი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა“, - აცხადებს კობახიძე.