დრონებისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების შეძენასთან დაკავშირებული კორუფციის საქმეში მონაწილეობის ბრალდებით, „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატის, ალექსეი კუზნეცოვის გარდა, მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაიც დააკავეს.
მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ის მუკაჩევოს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრძანება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ არმიისთვის დრონების შესყიდვის კორუფციული ქსელი გამოააშკარავეს. უწყებების ცნობით უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები ხელოვნურად იყო გაზრდილი. კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის თითქმის 30 % სქემის მონაწილეებს უბრუნდებოდათ.