შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ირაკლი გ. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილი „ჰიუნდაი“-ს მარკის ავტომანქანის საბარგულის ჩხრეკისას 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოღებულია 0,435 გრამი „ჰეროინი“.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ დაკავების მომენტში ირაკლი გ. ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით).