ლუკა მოდრიჩი „რეალში“ რჩება

ლუკა მოდრიჩი „რეალში“ რჩება

ორი კვირის წინ ევროპულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ხორვატიის ეროვნული გუნდისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი კარიერის გაგრძელებას „მანჩესტერ იუნაიტედში“ აპირებდა.

დღეს დილით გამოცემა „Goal.com” „სამეფო გუნდის“ ახალ თავკაც კარლო ანჩელოტის ესაუბრა. „კარლიტოს“ მტკიცებით გუნდი მოდრიჩის გაყიდვას კატეგორიულად არ აპირებს.

„ლუკა არსად მიდის. „რეალის” ყველა ფეხბურთელი სიტუაციით კმაყოფილია და მუყაითად ვარჯიშობს.”- განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

წინა სეზონში ლუკა მოდრიჩმა ესპანეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. ჩემპიონთა ლიგაში კი 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთხელ გამოიჩინა თავი.