პირველი მედალი `მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა`–ზე

პირველი მედალი `მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა`–ზე

ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა“ 1 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა.

ოლიმპიადაზე გამოსვლა ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა წარმატებით დაიწყეს. ასპარეზობის პირველივე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, გიორგი ბერძენიშვილმა ცურვის ერთ–ერთ სახეობა კროლში იასპარეზა და 400 მეტრიანი დისტანცია წარმატებით დასძლია. იგი მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბერძენიშვილი გამარჯვებისათვის ოლიმპიური ჩემპიონის წინააღმდეგ იბრძოდა.

წელს, პირველად, ქართული დელეგაცია ოლიმპიადაზე 16 სპორტსმენით მონაწილეობს, რომლებსაც წარმატებული სპორტული კარიერა ჰქონდათ და დღემდე აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

დღესვე ქართველი სპორტსმენები სპორტის ორ სახებაში: ძიუდოში და ცურვაში მიიღებენ მონაწილეობას.