მათ [რადიკალურ ოპოზიციას] უნდათ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიაროს ბელარუსმა, უნდათ რომ ურთიერთობები დაიძაბოს და უნდათ რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს საშუალება წაერთვას, რომ რუსეთის სანქციას გვერდს რომ უვლიან იმ გაგებით, თავის ქვეყანაში რომ ჩამოდიან და უკან ბრუნდებიან, ესეც ვერ მოახერხონ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მათი მესიჯი რა არის სინამდვილეში - არათუ რუსეთმა ცალმხრივად დადებული სანქცია გააუქმოს ფრენებთან დაკავშირებით, არამედ ეს სანქცია რომ ადევთ საქართველოს მოქალაქეებს და გვერდითა გზებით, მათ შორის „ბელავიათი“ რომ სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები, ესეც დასანქცირდეს, რომ კიდევ უფრო გაუჭირდეს საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს გადაადგილება. მეორე მიზანია, რამენაირად დაიძაბოს და ესკალაცია მოხდეს ურთიერთობებში ბელარუსთან და იცით, რომ ამ შემთხვევაში სხვა სახის ეროვნულ საფრთხეებთანაც გვაქვს საქმე და ეს უნდათ მათ. მათ უნდათ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი აღიაროს ბელარუსმა, უნდათ რომ ურთიერთობები დაიძაბოს და უნდათ რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს საშუალება წაერთვას, რომ რუსეთის სანქციას გვერდს რომ უვლიან იმ გაგებით, რომ თავის ქვეყანაში ჩამოდიან და უკან ბრუნდებიან, ესეც ვერ მოახერხონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
„POSTV – ის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ოპოზიცია ახალ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანი ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტაა. ამ მიზნით ხელისუფლებაზე ზეწოლა იგეგმება, რათა ბელარუსულ ავიაკომპანიას საქართველოში ფრენა აეკრძალოს და მოხდეს მისი სანქცირება.