ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი რებელ უილსონი 2022 წლის ივნისში დაქამინგაუთდა. უილსონმა, რომელსაც ბევრი Pitch Perfect-სა და მის გაგრძელებებში მონაწილეობით იცნობს, პრაიდის თვის აღსანიშნავად ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და თავისი პარტნიორის ვინაობაც გაამხილა — იგი სამოსის ბრენდის დამფუძნებელი რამონა აგრუმაა. მსახიობის თქმით, მთელი ეს დრო პრინცი კი არა, დისნეის პრინცესა სჭირდებოდა.
ახლა კი წყვილი უკვე დაინიშნა და, როგორც რებელ უილსონის ინსტაგრამიდან ვიგებთ, განსაკუთრებული დღე დისნეილენდში აღნიშნა.
მსახიობმა ცნობილ საიუველირო ბრენდ Tiffany & Co.-ს მადლობა გადაუხადა საოცრად ლამაზი ბეჭდისთვის, ისევე, როგორც დისნეილენდის გუნდს სიურპრიზის მოწყობისთვის.