ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში წყალდიდობისა და მეწყრების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, სან პაოლოს შტატში სტიქიის შედეგად სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვირას შტატის ტერიტორიაზე 600 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოვიდა, რაც თვიურ ნორმას ორჯერ აღემატება. ამან წყალდიდობა და მეწყრების ჩამოწოლა გამოიწვია.

შტატში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ. სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა დაზუსტებული ჯერ არ არის, თუმცა ცნობილია, რომ 228 ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა, 338 ევაკუირებულია.