თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს დაზარებულთა დასახმარებლად მიმდინარე აუქციონზე, ხვიჩა კვარაცხელიას მაისური 5200 დოლარად (100 000ლირა) გაიყიდა.
აუქციონზე ნაპოლის ოთხი ფეხბურთელის მაისური მოხვდა და მაისურების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 15 ათასი დოლარი შეადგინა. აუქციონის იდეის ერთ-ერთი ავტორი ელიფ ელმასი იყო.