მადრიდში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 25 წევრი დააკავეს

მადრიდში ქართული კრიმინალური დაჯგუფების 25 წევრი დააკავეს

მადრიდში ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს.

დაკავებულია 25 ადამიანი, ისინი ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებს ძარცვავდნენ. ოპერაცია ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ჩაატარა. ჩხრეკის ოპერაცია 7 ადგილას ჩატარდა. ამოღებულია მოპარული ძვირად ღირებული საათები, სამკაულები, ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ასევე მუსიკალური ინსტრუმენტები.

ესპანური მედიის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და არ არის გამორიცხული, კრიმინალური ორგანიზაციის სხვა წევრებიც დააკავონ.