ნიკუშა შენგელაია: ვფიქრობ, დღევანდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად სწორი პოზიცია აქვს, როდესაც გამოდის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან - პირველ რიგში, უსაფრთხოება, მშვიდობა და ქვეყნის განვითარება

ნიკუშა შენგელაია: ვფიქრობ, დღევანდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად სწორი პოზიცია აქვს, როდესაც გამოდის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან - პირველ რიგში, უსაფრთხოება, მშვიდობა და ქვეყნის განვითარება

ვფიქრობ, დღევანდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად სწორი პოზიცია აქვს, როდესაც გამოდის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან - პირველ რიგში, უსაფრთხოება, მშვიდობა და ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მან მიუნხენის კონფერენციის შედეგები მიმოიხილა.

„ვფიქრობ, დღევანდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად სწორი პოზიცია აქვს, როდესაც გამოდის თავისი ქვეყნის ინტერესებიდან - პირველ რიგში, უსაფრთხოება, მშვიდობა და ქვეყნის განვითარება. ჩვენ ვნახეთ შედეგები ჩვენს სამეზობლოში. ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა რეგიონში სამივე ლიდერის პრესკონფერენციაზე პრემიერმა ამ თემაზეც ისაუბრა. თანდათან ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ ექნება. იმედია, მალე დასრულდება ეს ომი უკრაინაში და დასრულდება ეს ყველაფერი. სწორედ მაშინ დაფასდება ეს პოზიცია, რა პოზიციაზეც დღეს ჩვენ ვდგავართ. ყოველ შემთხვევაში, მე ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა შენგელაიამ.