ნიკუშა შენგელაია: ვფიქრობ, ევროპარლამენტარები უკვე აღქმებს ეყრდნობიან. ამდენმა დეპუტატმა რეზოლუციას ფაქტების გადაუმოწმებლად მისცა ხმა

ნიკუშა შენგელაია: ვფიქრობ, ევროპარლამენტარები უკვე აღქმებს ეყრდნობიან. ამდენმა დეპუტატმა რეზოლუციას ფაქტების გადაუმოწმებლად მისცა ხმა

ვფიქრობ, ევროპარლამენტარები უკვე აღქმებს ეყრდნობიან. ამდენმა დეპუტატმა რეზოლუციას ფაქტების გადაუმოწმებლად მისცა ხმა, ჩვენთვის ეს ახალი არ არის და წინა რეზოლუციებიდან ჩანდა, თუმცა მე მაფიქრებინებს, რომ ეს თავად ევროპისთვის, ევროპის ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის ხომ არ წარმოადგენს პრობლემას- ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

იგი გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციას სააკაშვილთან დაკავშირებით, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ოჩიგავას საქმეზე და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლო ყოველთვის მხოლოდ ფაქტებს ეყრდნობა.

„ვფიქრობ, ევროპარლამენტარები უკვე აღქმებს ეყრდნობიან. ამდენმა დეპუტატმა რეზოლუციას ფაქტების გადაუმოწმებლად მისცა ხმა, ჩვენთვის ეს ახალი არ არის და წინა რეზოლუციებიდან ჩანდა, თუმცა მე მაფიქრებინებს, რომ ეს თავად ევროპისთვის, ევროპის ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის ხომ არ წარმოადგენს პრობლემას, რომ ასეთი პარლამენტია და ასეთი პარლამენტარები ჰყავთ - ტყუილზე დაყრდნობილ რეზოლუციას ამდენი დეპუტატი აძლევს ხმას. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხდება პატარა ქვეყანაში ან სხვაგან. სამართალი და სიმართლე ყველასთვის ერთი საზომია. ევროპელ მოქალაქეებს ძალიან ბევრი ქარიშხლისთვის გაძლიათ, დაუნახიათ სიმართლე და გადაულახიათ. მე იმედი მაქვს, რომ ასეთ გადაწყვეტილებებზე თავად მოსთხოვენ პასუხს იმ ხალხს, ვისთვისაც ლეგიტიმაცია აქვთ მიცემული“, - განაცხადა შენგელაიამ.