რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: ყველაზე ცინიკური თუ რაიმე მახსენდება, ის ამბობდა, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში თანამშრომელი რომ დასაქმდეს, სტაჟირება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში უნდა გაიაროს

რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: ყველაზე ცინიკური თუ რაიმე მახსენდება, ის ამბობდა, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში თანამშრომელი რომ დასაქმდეს, სტაჟირება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში უნდა გაიაროს

ყველაზე ცინიკური თუ რაიმე მახსენდება, ეს არის იმჟამინდელი პრეზიდენტის შეხვედრა საზოგადოების ნაწილთან, სადაც ის ამბობდა, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში თანამშრომელი რომ დასაქმდეს, მან სტაჟირება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში უნდა გაიაროს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველოს ციხეებში არსებული სიტუაციის შესახებ იცოდა და მეტ-ნაკლებად აღნიშნულ ინფორმაცია იღებდა.

„ერთია საერთაშორისო საზოგადოება რას ამბობს, მაგრამ მეორეა, სახელმწიფოში, ხელისუფლებაში მოქმედ მთავარ პირებს რამდენად შესწევთ, დაინახონ საკუთარი მინუსები. რას პასუხობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ციხეებში არსებულ სიტუაციაზე და ზოგადად, დანაშაულთან ბრძოლის არაადამიანურ მეთოდებზე - პასუხი იყო ნულოვანი ტოლერანტობა და ასევე იგივე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში იკითხება რა იყო მათი პასუხი, - ის, რომ ადამიანს, რომელიც გაბედავდა პროპაგანდისტული თვალსახვევი ოდნავ მაინც ჩამოეწია და დაენახა სიმართლე, თავზე ჩამოაცმევდნენ ტომარას და შემდეგ შესაძლოა, ხელკეტების ჯერის ქვეშაც გაეტარებინათ, რათა მას არ ეღიარებინა, თუ რა ხდებოდა. ეს იყო მათი პასუხი.

ყველაზე ცინიკური თუ რაიმე მახსენდება, ეს არის იმჟამინდელი პრეზიდენტის შეხვედრა საზოგადოების ნაწილთან, სადაც ის ამბობს, რომ საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროში თანამშრომელი რომ დასაქმდეს, მან უნდა გაიაროს სტაჟირება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში. ამაზე მეტი ცინიზმი და დაცინვა, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისა რა უნდა ყოფილიყო და რაზეც ვსაუბრობ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს „Youtube“-ის მეშვეობითაც შეუძლია ნახოს“, - დასძინა ბრეგაძემ.