ლომჯარია უფრო და უფრო აქტიური გახდება როგორც პოლიტიკოსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ის, რასაც ლომჯარია თავის თანამდებობის შეუფერებლად, მაგრამ მაინც აკეთებდა, დღეს უკვე აბსოლუტურად თავისუფალია და ღიად გააკეთებს, ის, რასაც ემსახურებოდა, იმაზე დღეს ღიად საუბრობს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
როგორ შემოაღწია მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში - ნინო ლომჯარიას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება უჭირს. ყოფილი ომბუდსმენი ცდილობს თავი აარიდოს, ყოფილი პრეზიდენტის მიერ კანონის დარღვევაზე საუბარს.