ირაკლი ქადაგიშვილი ნაცმოძრაობაზე: უნდა ველოდოთ პარტიის შემდგომ დაქსაქსვასა და ელექტორალურ დასუსტებას

ირაკლი ქადაგიშვილი ნაცმოძრაობაზე: უნდა ველოდოთ პარტიის შემდგომ დაქსაქსვასა და ელექტორალურ დასუსტებას

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძის წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამან პარტიის ისედაც მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

„ასეთი ადამიანების გასვლა პარტიიდან, პარტიის ისედაც მძიმე პოლიტიკურ დონეს კიდევ უფრო ქვემოთ წევს. რა ლიდერები ჰყავთ, როგორი ფარული მმართველობის ქვეშ იმყოფებიან, ჩრდილოვანი მმართველობის ქვეშ და აქედან გამომდინარე, ამან გამოიწვია პარტიაში მოვლენები, რომელიც ჯერ მათი ყრილობებით დაიწყო. უნდა ველოდოთ პარტიის შემდგომ დაქსაქსვას და ელექტორალურ დასუსტებას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

რომან გოცირიძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა.