ირაკლი ქადაგიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს, ამიტომ არის ის რეალობის ამსახველი, რა სამწუხარო რეალობაც საქართველოში იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის დროს

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებს, ამიტომ არის ის რეალობის ამსახველი, რა სამწუხარო რეალობაც საქართველოში იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის დროს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„როდესაც ციხეში წამება, არაადამიანური მოპყრობა უკვე სისტემური ხასიათის იყო და ეს ვრცელდებოდა ამავდროულად ციხის გარეთ დარჩენილ პატიმართა ჭირისუფალზე“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა.