ოდილ რენო ბასო: საქართველოში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი გვაქვს

ოდილ რენო ბასო: საქართველოში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი გვაქვს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ოდილ რენო ბასო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

როგორც ოდილ რენო ბასო აღნიშნავს, EBRD-ს საქართველოში 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული და მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.

„საქართველოში დღეის მდგომარეობით 5 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული, რომლის 80 პროცენტი კერძო სექტორშია კონცენტრირებული.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მეტის გაკეთებისა და სამომავლო რეფორმების მხარდაჭერის დიდი სურვილი აქვს.

ამდენად, სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა აქ, გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში",- წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში"  ოდილ რენო ბასო.

Aburjga Tasmanieli არა რა, არა! ესენი თავს არ დაგვანებებენ, გამორიცხულია! სად წავიდა ეს მილიარდები, რაში დაიხარჯა, ვინ კერძო პირებზე ბაასობს ბასო?! ვაა?! სად ხართ ხალხო, გაგვაგებინეთ სად არიგებენ ამ ფულებს ეს თვალთმაქცები?!
2 წლის უკან