ილია დარჩიაშვილი ბორელთან შეხვედრაზე: საუბარი იყო ძალიან პოზიტიური და ეს გვაძლევს სტიმულს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და საქართველომ წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს

ილია დარჩიაშვილი ბორელთან შეხვედრაზე: საუბარი იყო ძალიან პოზიტიური და ეს გვაძლევს სტიმულს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და საქართველომ წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მიუნხენში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე განიხილეს.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ჯოზეფ ბორელთან ძალიან საინტერესო საუბარი იყო.

„საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. პრემიერმა მას გაუზიარა ის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საქართველომ 2022 წელს გაატარა. საუბარი ასევე შეეხო ანგარიშს, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა კითხვართან დაკავშირებით, სადაც ნათლად ჩანს საქართველოს პროგრესი გატარებული რეფორმების შესაბამისად. ეს ანგარიში ასახავს იმას, რომ გატარებულმა რეფორმებმა კონკრეტული შედეგები მოიტანა.

შეხვედრაზე საუბარი იყო ძალიან პოზიტიური და მინდა ვთქვა, რომ ეს გვაძლევს ძალიან დიდი იმედსა და სტიმულს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და საქართველომ წელს კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა.

Aburjga Tasmanieli თავგასიებულ, ამპარტავან, ფაშისტ ბორელთან რა პოზიტიური საუბარი უნდა შემდგარიყო აზრზე ვერ მოვდივარ!
2 წლის უკან