ირაკლი კობახიძე: ვულოცავ აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ აშშ-ის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას

საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას.

"საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის!

ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს ამ წარმატებას ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას! საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

https://x.com/pm_kobakhidze/status/1954101903077330971?s=46

 

Gami რა პროცენტია ირონიის კობახიძის განცხადებაში? ეს TRIPP ი ქრონიკულ პოლიტტრიპერად არ შემოუტრიალდეთ ბევრს...
3 საათის უკან
amo კობახიძის დროული და სწორი სვლა
3 საათის უკან