საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან და ამ შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც იქმნება საქართველოში.
„ამ კონფერენციის ფარგლებში ყოველთვის ხდება ყველა იმ გამოწვევით სავსე და რთული საკითხების დაყენება და მსჯელობა. ლიდერებს აქვს შესაძლებლობა, ისაუბრონ, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი გზავნილები, ლიდერებმა ისაუბრეს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს უსაფრთხოების კუთხით აწუხებს მთელ ევროპას და არა მხოლოდ ევროპას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შეხვედრები რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან. საუბარი შეეხო იმ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც იქმნება საქართველოში. პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად პრემიერი ყოველთვის, მათ შორის აქაც, მიუნხენში მართავს შეხვედრებს, რათა კომპანიებს თავად გაუზიაროს მიზიდულობა, რომელიც აქვს საქართველოს ბიზნესისთვის და პრემიერი ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყნის ეკონომიკამ გააგრძელოს ზრდა“, - აცხადებს დარჩიაშვილი.