„ახალბედა მწერალი“

„ახალბედა მწერალი“

ცნობილმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰიმ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ ყოველთვის თან დააქვს მომცრო დიქტოფონი, სადაც დრო და დრო საკუთარ იდეებს ხმამაღლა ამჟღავნებს. 

ვარსკვლავი ხშირად მოგზაურობს თავისი საფირმო სატვირთო მანქანით ტეხასსა და კალიფორნიას შორის.

ის ირწმუნება, რომ საუკეთესო აზრები გონებას მაშინ უნათებს, როდესაც მანქანის საჭესთან იმყოფება და თუ დროულად არ ჩაიწერა, მერე ავიწყდება ხოლმე.

„ალბათ, როცა მიკროფონს ვესაუბრები, უცხო თვალისთვის უცნაური, შეიძლება სასაცილოც ვჩანვარ. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სწორედ საჭესთან მჯდარი ვესაუბრებოდი ხოლმე ჩემს თავს განსაკუთრებით საინტერესო თემებზე.

საბედნიეროდ ყოველივე ეს ჩაწერილი მაქვს. რა ვიცი, რა დროს გამომადგება ამ ცხოვრებაში.” – განაცხადა თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას მეთიუ მაკკონაჰიმ.