დიმიტრი ხუნდაძე: ვცდილობდით, აშშ-ის კანონზე მსუბუქი რეგულაცია მიგვეღო - თუ ეს ეცოტავებათ ან რამეში ეჭვი ეპარებათ, მაშინ ამერიკული ვარიანტი, რომელიც უფრო მკაცრია, ერთი-ერთში გადმოვთარგმნოთ და მივიღოთ

დიმიტრი ხუნდაძე: ვცდილობდით, აშშ-ის კანონზე მსუბუქი რეგულაცია მიგვეღო - თუ ეს ეცოტავებათ ან რამეში ეჭვი ეპარებათ, მაშინ ამერიკული ვარიანტი, რომელიც უფრო მკაცრია, ერთი-ერთში გადმოვთარგმნოთ და მივიღოთ

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ტელეკომპანია „იმედთან“ პარლამენტისთვის წარდგენილ ახალ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს კანონი აშინებთ მათ, ვისაც საზოგადოებისთვის რაიმე აქვთ დასამალი და არ სურთ თავიანთი დაფარული საქმეების გამოაშკარავება.

„გამჭვირვალობა თუ ვინმეს საფრთხეს უქმნის, ე.ი. ვიღაცის დასამალი საქმეები სააშკარაოზე გამოდის და ამის ეშინიათ. თუ ვინმეს აქაც ეჭვი ეპარება და ფიქრობს, რომ ეს დოკუმენტი არა აშშ-ის, არამედ სხვა რომელიმე ქვეყნის ანალოგია, შეგვიძლია, ამაზე ვიმსჯელოთ. ჩვენი მცდელობა იყო, უფრო მსუბუქი რეგულაციები მიგვეღო, ვიდრე აქვს აშშ-ს. თუ ეს ეცოტავებათ, ან ეჭვი ეპარებათ, ერთი-ერთში გადმოვთარგმნოთ და ისე მივიღოთ ეს კანონი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.