პოლიტიკურად ასევე დაკავშირებულია ეს რეზოლუცია 2 საკითხთან, რომ მიხეილ სააკაშვილს იყენებენ საბაბად და ასევე პრაქტიკულად იყენებენ კანდიდატის სტატუსს, რომ ეს 2 საკითხი თუ ერთმანეთთან არ იქნება დაკავშირებული, მაშინ ზეწოლა მიდის ივანიშვილზე, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
„ის არის პრაქტიკულად ახლა შანტაჟის ობიექტი, რომ როგორმე მობრუნდეს პოლიტიკაში და გავლენა იქონიოს ქართულ პოლიტიკაზე“, - განაცხადა ამილახვარმა.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577 დეპუტატმა დაუჭირა, 33 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა.