„ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე მზადაა, მეტი გამჭვირალობისთვის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ამერიკული კანონმდებლობის ანალოგით თარგმნონ.
„გამჭვირვალობა თუ ვინმეს უქმნის საფრთხეს, ესე იგი ვიღაცის დასამალი საქმეები სააშკარაოზე გამოდის და ამის ეშინიათ. თუ ვინმეს აქაც ეჭვი ეპარება და ფიქრობს, რომ არ არის ამერიკული და სხვა რომელიმე ქვეყნის ანალოგი, შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ჩვენი მცდელობა იყო, რომ უფრო მსუბუქი რეგულაციები მიგვეღო, ვიდრე ეს აქვს ამერიკას, თუ ეს ეცოტავებათ, ან ეჭვი ეპარებათ, გადმოვთარგმნოთ ერთი-ერთში და მივიღოთ ეს კანონი ერთი-ერთში“ , - აცხადებს ხუნდაძე.
კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შინაარსი სადავო ხდება. მისი ინიციატორი „ხალხის ძალაა“. არის თუ არა დოკუმენტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შედგენილი, ეს საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.