შალვა პაპუაშვილი: რომ არა ამერიკული კანონმდებლობა, ჩვენ დღეს არ გვეცოდინებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პროპაგანდისტულ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ

შალვა პაპუაშვილი: რომ არა ამერიკული კანონმდებლობა, ჩვენ დღეს არ გვეცოდინებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პროპაგანდისტულ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ

რომ არა ამერიკული კანონმდებლობა გამჭვირვალობის, ჩვენ დღეს არ გვეცოდინებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პროპაგანდისტულ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში არის ლობისტების რეესტრი, სადაც რეგისტრირებულია გერმანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ფილიალი.

„არის მცდელობა გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით, უბრალოდ ტაბუ დაადონ და მოხდეს ამ თემის ცენზურა, რაც ჩემი აზრით თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია. რომ არა ამერიკული კანონმდებლობა გამჭვირვალობის, ჩვენ დღეს არ გვეცოდინებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული პროპაგანდისტულ კამპანიაზე საქართველოს წინააღმდეგ. გერმანიაში ეს არის ლობისტების რეესტრი, სადაც რეგისტრირებულია გერმანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ფილიალი.

როდესაც საქართველოს ადარებენ რუსეთს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, რომელიც რუსეთშია, სადაც დემოკრატიაზე საუბარი არ არის და საქართველოს შედარება აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გერმანიის ბუნდესტაგში ლობისტების რეესტრი მოქმედებს, სახელწოდებით lobbyregister.bundestag.de, სადაც ლობისტური ორგანიზაციები წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების, გაწეული საქმიანობისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ბუნდესტაგის წინაშე დეტალურ ინფორმაციას წარადგენენ.