ცნობილი პორტუგალიელი ფეხბურთელი ნუნუ გომეში ამჟამად 37 წლის ბრძანდება. ერთ დროს „სუსტი სქესის“ წარმომადგენლების სათაყვანო სპორტსმენი ბოლო სეზონის განმავლობაში ბრიტანულ „ბლექბერნში“ ასპარეზობდა.
ორი თვის წინ ნუნუ უმუშევარი დარჩა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ევროპულ ფეხბურთში მისი სახელი ჯერ კიდევ გარკვეული პოპულარობით სარგებლობს.
დღეს დილით ვებ-გვერდმა „Panorama.it” გაავრცელა ცნობა რომ ვეტერანი ლამაზმანი მობურთალით, იტალიური „ფიორენტინა“ დაინტერესდა.
გომეში ამ გუნდში 2000-2002 წლებში ასპარეზობდა. ფლორენციელთა მაისური 50 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო და პირად ანგარიშზე 27 გოლი მიითვალა.
აღმოჩნდა რომ რამდენიმე დღის წინ პორტუგალიელს „ფიორენტინას“ წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. რასაკვირველია ამ წინადადებაზე ნუნუმ თანხმობა განაცხადა.