პაატა ჩხეიძე: მაქვს შეკითხვები - ხომ არ სცილდება ევროპა ევროპას?! აგრესიული ჯგუფები ევროპულ ღირებულებებად გვახვევენ იმას, რაც ჩემთვის, სრულებითაც არ არის ევროპული ღირებულება

პაატა ჩხეიძე: მაქვს შეკითხვები - ხომ არ სცილდება ევროპა ევროპას?! აგრესიული ჯგუფები ევროპულ ღირებულებებად გვახვევენ იმას, რაც ჩემთვის, სრულებითაც არ არის ევროპული ღირებულება

ევროპა, ჩვენი არჩევანი მხოლოდ ახლა არ არის, ევროპა ჩვენი არჩევანია იმ დროიდან, რაც ჩვენ ვარსებობთ, - ამის შესახებ კონსერვატიზმის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტმა, პროფესორმა პაატა ჩხეიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ევროპელი ერი ვართ და ევროპელი ხალხი ვართ. ჩვენ ევროპაში ძალიან ბევრი მომხრე გვყავს, ბევრი პატივისმცემელი, ქართული კულტურისა და ისტორიის მცოდნე, კავშირი გვაქვს კულტურის მოღვაწეებთან, პოლიტიკურ მოაზროვნეებთან, ერთმანეთს ვხვდებით კონფერენციებზე, ვუზიარებთ ერთმანეთს მძიმე საკითხებს და ამ მხრივ თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მეორე მხრივ არის ასეთი პრობლემა - ევროპა და ევროკავშირი. მაქვს შეკითხვები - ხომ არ სცილდება ევროპა ევროპას?! აგრესიული ჯგუფები, ძალიან რადიკალური ჯგუფები ევროპულ ღირებულებებად გვახვევენ იმას, რაც სრულებითაც არ არის ჩემთვის ევროპული ღირებულება.

ევროპული ღირებულება ის არის, რომ ევროპაში არიან ერები, რომლებიც ცხოვრობენ სამართლებრივად, ეს არის ერების გაერთიანება. ევროკავშირს აქვს მომავალი და პერსპექტივა და ის, აუცილებლად სამართლებრივი გზით უნდა წამოვიდეს“, - აღნიშნა პაატა ჩხეიძემ.

 

Aburjga Tasmanieli ბატონო პაატა, ბატონებო! თქვენ სვამთ კითხვას და პასუხობთ კიდეც - აგრესიული ჯგუფები ევროპულ ღირებულებებად გვახვევენ იმას, რაც ჩემთვის, სრულებითაც არ არის ევროპული ღირებულება. " თქვენ თქვენი განათლების ხარჯზე, რომელიც არაობიექტური მიმართულებით წარიმართებოდა, მთელი ცხოვრების მანძილზე ქმნიდით მითს, საკუთარ მითს ქმნიდით ამონაკრები ფაქტებისა და ცნობებისაგან. ამ მითს ტქვენ დაარქვით ევროპული ღირებულებები. ახლა კი როდესაც ეს ღირებულებები, სისასტიკე, ტყუილი, ჩაგვრა, ზნედაცემულობა უშუალოდ მოვიდა ჩვენამდე, პირდაპირ შეგვეხო და სილა გაგვაწნა, თქვენ არ გსურთ შეეხოთ თქვენს მიერვე ასე რუდუნებით, იმედით აგებულ მითს და რადგან რეალობა მითისაგან სრულიად საპირისპიროა უარყოფთ მწარე რეალობას, ნატიფი მითის სასარგებლოდ. დღეს რაც ნაგავია ევროპა ასეთი და ამაზე უარესი იყო ყოველთვის. ისტორიკოსი ადამიანი ბრძანდებით, თქვენს განსწავლულობაში ეჭვი არ მეოარება, მაგრამ გაოცებული ვარ ამ ისტორიული სიბეცით.
ამონარიდი ვიკიპედიიდან - გილიოტინა (ფრანგ. Guillotine) — სიკვდილით დასჯის იარაღი. შემოიღეს საფრანგეთის რევოლუციის დროს ეგრეთ წოდებული რევოლუციის მტრების დასასჯელად. სწორედ გილიოტინით დასაჯეს საფრანგეთის მეფე ლუი XVI. სავარაუდოდ მხოლოდ ამ პერიოდში 35 ათასი ადამიანი დაისაჯა სიკვდილით გილიოტინის მეშვეობით. გილიოტინის მასიური გამოყენება უკავშირდება მაქსიმილიან რობესპიერის სახელს და მის მიერ დამყარებულ დიდ ტერორს. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ თავად რობესპიერიც გილიოტინით დასაჯეს. მსგავსი მექანიზმით მოქმედ მანქანას მანამდეც იყენებდნენ შოტლანდიასა და ირლანდიაში. XVIII საუკუნის ბოლოს კი ფრანგი ექიმის ჯოზეფ გილიოტინის წინადადებით მისი გამოყენება დაიწყეს საფრანგეთში. ის წარმოადგენს კადონით დამაგრებულ ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთა შორის სამკუთხედის ფორმის მოძრავი ბასრი ნაჯახის პირია ჩასმული. ნაჯახი მთელი ძალით ეცემა და თავს კვეთს მსჯავრდებულს.
შეგახსენებთ, განა მარტო დღეს, გაუმაძღარ მტარვალებით დასახლებულ ევროპას სულ თვალი ეჭირა რუსეთის მიწებზე, ვერც იმას ეგუებოდნენ, რომ რუსეთმა მართლმადიდებლობა მიღღო და შეისისლხორცა! მრავალჯერ სრულიად უმიზეზოდ აღიძვროდნენ ევროპის კოალიციური ძალები რუსეთის გასანადგურებლად, შეიკრიბებოდნენ და სისხლის მღვრელ თავდასხმებს აწყობდნენ, მაგრამ ღვთის მადლით თითქმის ყოველთვის ღვთის რჩეული, მართლმადიდებელი რუსეთი აარცხებდა მტარვალი ევროპელების ურდოებს. ასე მაგალითად,
ურჯულოთა სულიერმა და იდეურმა წინამძღოლმა პაპმა გრიგოლ IX -მ 1237 წლის დეკემბერში გამოაცხადა მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა ბალტიის წარმართების წინააღმდეგ, ხოლო 1238 წლის ივნისში დანიის მეფე ვოლდემარ II და ერთიანი მასონური ორდენის ოსტატი ჰერმან ბალკი შეთანხმდნენ ესტონეთის დაყოფაზე და რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებზე ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შვედების მონაწილეობით. ამ წლებში რუსული მიწები დასუსტდა მონღოლთა შემოსევის შედეგად. ეს იცოდნენ რომის პაპმა და ევროპის მმართველებმა. სწორედ ამიტომ შეარჩიეს მათი აზრით თავდასხმისათვის ხელსაყრელი დრო. რაღა ბევრი გავაგრძელო და წამოვიდა რუსეთზე მტარვალთა ურდო, იმდროინდელი ნატო! ახლა პაპი შედარებით გამოსწორებულია, მხოლოდ ჰომოსექსუალიზმი აღიარა ადამიანური ცხოვრების კანონიერ ფორმად, მაგრამ ის ჩაანაცვლეს ბაიდენმა, ბორელმა, ურსულამ, ვიოლამ და სხვა ნაბიჭვრ-ნაბოზარემა!!!
გილიოტინა ერთ-ერთი სიმბოლოა საფრანგეთის რევოლუციისა და მისი სისასტიკის. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ის ხმარებიდან არ ამოუღიათ. მისი მეშვეობით სიკვდილმისჯილების დასჯა რამდენიმე ქვეყანაში კიდევ მიმდინარეობდა.
1915 წლის 22 აპრილს დაიწყო იპრეს მეორე ბრძოლა ანტანტის ჯარებსა და გერმანულ არმიას შორის. ბრძოლის დროს გერმანელები აქტიურად იყენებდნენ ქიმიურ იარაღს.დარტყმა მიიღეს მე-2 ბრიტანული არმიისა და მე-20 საფრანგეთის კორპუსის შეერთების ადგილზე. მას წინ უძღოდა ქიმიური შეტევა - ბრიტანული ჯარების პოზიციებზე 180 ტონა ქლორი ჩაუშვეს. მოყვითალო-მომწვანო ღრუბელი დაიძრა მტრის პოზიციებისკენ, რასაც მოჰყვა გერმანელი ქვეითი ჯარი. ბრიტანელი ჯარისკაცები არ იყვნენ აღჭურვილი გაზის დამცავი აღჭურვილობით. ქლორით მოიწამლა
15 ათასი ადამიანი, მათგან მესამედი გარდაიცვალა.
"ესპანური ინკვიზიცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა (რასაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისი მიზეზები აქვს). 1481-1809 წლებში მისი მსხვერპლი გახდა 341 021 კაცი, აქედან 31 912 ცოცხლად დაწვეს. საუკუნეთა განმავლობაში ინკვიზიცია ესპანეთის თვითმპყრობელური სამეფო ხელისუფლებისა და კათოლიკური ეკლესიის დასაყრდენსა და იარაღს წარმოადგენდა."
ბართლომეს ღამე - 24.08.1572 სხვადასხვა შეფასებით, იმ დღეს პარიზში დაახლოებით სამი ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო საფრანგეთში დარბევებში 30 ათასამდე ჰუგენოტი დაიღუპა.
1884−1885 წლებში. ბერლინში გაიმართა ევროპული ქვეყნების კონფერენცია აფრიკაში გავლენის სფეროების განაწილების მიზნით. სერიოზული ვნებები გაჩაღდა - იმ დღეებში ყველა სახელმწიფო ოცნებობდა აფრიკული ენითუთქმელი სიმდიდრის წილის მიღებაზე. იმ დროისთვის ბელგიის მეფე ლეოპოლდ II უკვე აკონტროლებდა უზარმაზარ ტერიტორიებს კონგოს აუზში, მაგრამ სწორედ ბერლინის კონფერენციაზე ის ოფიციალურად იქნა აღიარებული კონგოს თავისუფალი სახელმწიფოს ერთადერთ მმართველად.
ამიერიდან არავინ ზღუდავდა მეფის ქმედებებს კონგოში. კონგოელები ლეოპოლდ II-ის ნამდვილი მონები გახდნენ, რომელმაც ბელგიაზე 76-ჯერ დიდი ქვეყანა ერთგვარ შრომით ბანაკად აქცია. კონგოს მთელი მოსახლეობა ვალდებული იყო ემუშავა ბელგიის მეფისთვის - ძირითადად ხალხი კაუჩუკის პლანტაციებში იყო დასაქმებული. მუშაობდნენ პატარა ბავშვებიც! ვინც ნორმას არ ასრულებდა, სცემდნენ და დასახიჩრებდნენ. სამუშაო პირობები საშინელი იყო, ათასობით ადამიანი დაიღუპა შიმშილითა და ეპიდემიით. ლეოპოლდ II, რომელიც ბერლინში გამართულ კონფერენციაზე კონგოელების „მატერიალური და მორალური პირობების გაუმჯობესებას“ დაჰპირდა, ადგილობრივების ცხოვრების ხარისხზე საერთოდ არ ზრუნავდა.
კონგოს უზარმაზარი მოსახლეობის გასაკონტროლებლად შეიქმნა "საჯარო ძალების" რაზმები. დროდადრო გადიოდნენ სოფლებში და აწყობდნენ ურჩი პირების საჩვენებელ სიკვდილით დასჯას. რაზმების მებრძოლებისგან, ვაზნების მოხმარების აუცილებლობის მტკიცებულებად, მათ მოეთხოვათ მიცვალებულთა მოკვეთილი ხელების უზრუნველყოფა. თუ ჯარისკაცები ვაზნებს ნორმაზე მეტს ხარჯავდნენ, ცოცხალ ადამიანებს ხელებს ჭრიდნენ. ევროპაში, ბელგიაში თვალს ხუჭავდნენ მეფის „სახელოვან“ საქმეებზე. გაზეთები ადგილობრივების მიმართ სისასტიკეს ხსნიდნენ, როგორც რეაქციას თავად კონგოელების სასტიკ წეს-ჩვეულებებზე: იმ დროს ქვეყანაში ჯერ კიდევ კანიბალიზმი ყვაოდა. 20 წლის განმავლობაში, ქვეყნის მოსახლეობა თითქმის განახევრდა, ანუ დაახლოებით 10 მილიონი კონგოელი დაიღუპა. ანუ ცივილიზებულმა ბელგიამ კანიბალიზმის აღმოსაფხვრელად, რომელსაც ჰქონდა იშვიათი ეპიზოდური ხასიათი, ისიც უკიდურესი დეფიციტის შემთხვევაში, 10 მილიონი კონგოელი ადგილობრივი მკვიდრი გაწყვიტა!
მე-20 საუკუნე 1939-1945 წლები. ევროპა, გერმანული, იტალიური ფაშიზმი (ფაშიზმის მოძღვრები წარმოშობის ქვეყანა საფრანგეთი?). საკონცენტრაციო ბანაკები ოსვენციმი, დახაუ, ბუხენვალდი, მაიდანეკი......„ქრონოლოგიურად საკონცენტრაციო ბანაკების გამოყენება შეიძლება დაიყოს სამ პერიოდად: 1933-1936, 1936-1942 წწ. და 1942-1945 წწ. ამავდროულად, პირობითად, ბანაკების ისტორია შეიძლება დაიყოს 4 ეტაპად.
ყველაზე სისხლიან პერიოდში - საერთო ჯამში, 1939 წლიდან 1945 წლამდე, დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი იყო დაპატიმრებული საკონცენტრაციო ბანაკებში, გარდა აუშვიცისა (აუშვიცი-ბირკენაუ) და მაჟდანეკის (რომლებიც ასევე სიკვდილის ბანაკები იყვნენ), სხვადასხვა შეფასებით, დაიღუპა 836 000-დან 995 000-მდე ადამიანი. მხოლოდ 1941 წლის შემოდგომაზე, საკონცენტრაციო ბანაკებში, ფაშისტებმა დაიწყეს სამხედრო ტყვეთა ბანაკებიდან შერჩეული საბჭოთა მეთაურებისა და პოლიტიკური მუშაკების მასიური მკვლელობა, სექტემბერ ოქტომბერში - სულ მცირე 34000 ადამიანი დაიღუპა.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რა ვქნა, გავაგრძელო ევროპული ფასეულობების ჩამოთვლა!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ესპანური ინკვიზიციის ისტორიაში ყველაზე დიდი კვალი დატოვა "დიდმა ინკვიზიტორმა" თომას დე ტორკვემადამ. იგი დიდ ინკვიზიტორად დაინიშნა 1481 წელს. 1484 წელს ტორკვემადამ ყველა ადგილობრივი ტრიბუნალის კრება მოიწვია. კრებაზე შეიმუშავეს ინკვიზიტორთა კოდექსი, რომელიც თავდაპირველად 28 დებულებისგან შედგებოდა. შემდეგ დაემატა კიდევ 11 დებულება.
მწვალებლების გარდა, ტორკვემადა სასტიკად დევნიდა ებრაელებსა და მავრებს (ჩრდილოეთაფრიკელ მუსლიმებს). 1492 წელს დაიწყო ებრაელთა მასობრივი დევნა. ესპანელ ებრაელებს მოსთხოვეს კათოლიკობის მიღება. მათ უვარდებოდნენ სახლებში, აიძულებდნენ იუდაიზმზე უარის თქმას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ. მრავალი ებრაელი გაიქცა. ბევრმაც გარეგნულად მიიღო ქრისტიანობა, თუმცა ფარულად ისევ თავის რჯულს აღიარებდა.
არანაკლები სისასტიკით ექცეოდა ტორკვემადა მავრებს, მიუხედავად იმისა, რომ 1492 წელს დადებული ხელშეკრულებით მათ ისლამის თავისუფლად აღიარების უფლება ჰქონდათ. ქრისტიანობაზე მოქცეულ მავრებს მაინც ეჭვის თვალით უცქერდნენ. 1502 წელს მავრებს კატეგორიული ულტიმატუმი წაუყენეს - ან კათოლიკობა, ან სიკვდილი! ვინც მოასწრო, გაიქცა, დანარჩენების უმრავლესობამ ქრისტიანობა მიიღო.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli 1481-1498 წლებში ტორკვემადას "მოღვაწეობის" შედეგად დაწვეს 8800 ადამიანი, 90000-ს წაართვეს ქონება, 6500 გაქცეულის პორტრეტი ან სხვა სახის გამოსახულება დაწვეს (გული ამით იჯერეს).
2 წლის უკან