რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „AS” გაავრცელა ცნობა, რომ უელსის ეროვნული გუნდისა და კლუბი „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი მადრიდის „რეალში“ ოფიციალურად გადავიდა.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ბეილის ამჟამინდელი გუნდის დატოვება სურდა. ბრიტანელები წამყვან მოთამაშეს ვერ ელეოდნენ, მაგრამ თავად გარეთის სურვილმა და „სამეფო გუნდის“ დიდმა ფულმა თავისი საქმე მაინც გააკეთა.
უელსელი მობურთალი „რეალში“ 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ეს თანხა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის სატრანსფერო ოპერაციებს შორის სარეკორდო მაჩვენებელია.
ცნობილი გახდა რომ „ტოტენჰემში“ კარიერას მადრიდული გუნდის წევრები, ფაბიუ კოენტრაუ, ანხელ დი მარია და 21 წლის ალვარო მორატე გააგრძელებენ.