დიდი ბრიტანეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო კაცი, რომელსაც 200 ათასამდე შოკოლადის კვერცხის ქურდობა ედებოდა ბრალად, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით $48 ათასს შეადგენს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, 32 წლის ჯობი პულმა დანაშაული აღიარა. მან პოპულარული ბრიტანული დესერტი - Cadbury Creme Eggs ტელფორდში მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან მოიპარა. სამართალდამცველებმა შოკოლადი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც პულის ავტომობილი ერთ-ერთ გზატკეცილზე გააჩერეს. ქურდს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
პულს განაჩენს მარტში გამოუტანენ, მანამდე ის პატმორბაში დარჩება.