2018 წელს ტაილანდში, დატბორილი გამოქვაბულიდან გადარჩენილი ბიჭებიდან ერთ-ერთი - დუანგპეჩ პრომთეფი დიდ ბრიტანეთში დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბიჭი 17 წლის იყო. შარშან ის ბრიტანეთის ერთ-ერთ საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი არ სახელდება, თუმცა ლესტერშირის პოლიციაში აცხადებენ, რომ ბავშვის დაღუპვის ფაქტს საეჭვოდ არ მიიჩნევენ.
ტაილანდურ მედიაში წერენ, რომ პრომთეფს თავის ტრავმა ჰქონდა. ბიჭი კლინიკაში კვრას მოათავსეს.
ტაილანდის გამოქვაბული მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში 2018 წლის 23 ივნისის შემდეგ მოექცა 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა დაიწყო, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ. პრომთეფი გუნდის კაპიტანი იყო.
2 ივლისს ისინი ამეიკელი და ბრიტანეთის მაშველთა დახმარებით ცოცხლები იპოვეს. 10 ივლისს, გამოქვაბულში ჩარჩენილი 12 მოზარდისა და მათი მწვრთნელის სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.