კახა კალაძე: ღირებული ვერ იქნება ის დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე, ხოლო მეცენატზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს

კახა კალაძე: ღირებული ვერ იქნება ის დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე, ხოლო მეცენატზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს

თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, ამ დოკუმენტს ჩალის ფასი აქვს, რადგან ღირებული ვერ იქნება ის დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე, ხოლო მეცენატზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს.

„დღესაც დილით ჟურნალისტებმა დამისვეს შეკითხვა, რას ველოდებოდი დღევანდელ რეზოლუციაზე, რომლის მიღებასაც აპირებდნენ და ჩემი პასუხი იყო, რომ ახალს და განსხვავებულს არაფერს. შედეგიც მართლაც იგივეა, არაფერი სიახლე. ამ რეზოლუციას არ აქვს არანაირი ფასი, ჩალის ფასი აქვს და ავხსნი, რატომ. როდესაც სიცრუეზე, სიყალბესა და კრიმინალების მფარველობაზე პირდაპირი მითითებებია, რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ვერ ექნება სერიოზული სახე. ეს ვერ იქნება ღირებული დოკუმენტი.

დოკუმენტი, სადაც საუბარია კრიმინალის პირდაპირ მფარველობაზე თავისი ლობისტების მხრიდან. ვერ იქნება ღირებული, როდესაც მეცენატზე, ქველმოქმედზე გვეუბნებიან, რომ უნდა დასანქცირდეს. შესაბამისად, ჩვენი მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს ამ რთულ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, - აღნიშნა კალაძემ.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

Aburjga Tasmanieli მექრთამეების, ბოზების და გადაგვარებულების ევროპულმა კრებამ საქართველოს ომი გამოუცხადა!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კაცმა ჭირი მალა-მალა, ჭირმა თავი არ დამალა!
2 წლის უკან