დავით მათიკაშვილი: თურმე არ უნდა მიექცეს ყურადღება არანაირ სასამართლო გადაწყვეტილებებს და მხოლოდ გათამაშებული სცენარებით უნდა იმოქმედოს დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ასე მოსწონს კუბილიუსს

დავით მათიკაშვილი: თურმე არ უნდა მიექცეს ყურადღება არანაირ სასამართლო გადაწყვეტილებებს და მხოლოდ გათამაშებული სცენარებით უნდა იმოქმედოს დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ასე მოსწონს კუბილიუსს

ეს, რაც ყველამ მოვისმინეთ ხომ ფაქტობრივად შანტაჟსა და დიქტატის ენაა, რომელიც ელემენტარულად არ ეკადრება ევროპარლამენტარს, ევროპარლამენტად ანდრიუს კუბილიუსის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადება შეაფასა.

„ისეთ საქციელებზე არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი მეგობარი გადასული, რომ საკუთარი უსაქციელბოთ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ კი ასწრებენ. რომელ კანონზე და წესზე გვესაუბრება კუბილიუსი? ერთი კანონი და წესი, რაც აქამდე ევროპაში იყო და მომავალშიც უნდა არსებობდეს წესით, არის კანონის უზენაესობა, სამართლის უზენაესობა, სასამართლო განაჩენების პატივისცემა, იმ სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულება, რომელიც ევროპული ქვეყნების სასამართლოების მიერ არის მიღებული. მე როგორ დავიჯერო, რომ კუბილიუსის სამშობლოში, ან ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში უნდა მოხდეს ნებისმიერი სამართლებრივი აქტის ან სასამართლო გადაწყვეტილების ნიველიერება. კუბილიუსის აზრით, თურმე არ უნდა მიექცეს ყურადღება არანაირ სასამართლო გადაწყვეტილებებს და მხოლოდ აღქმების დონეზე, გათამაშებული სცენარებით და დადგმული შინაარსით უნდა იმოქმედოს დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ, სასამართლომ და ა.შ. იმიტომ, რომ ასე მოსწონს კუბილიუსს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებს. „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ - განცხადება კუბილიუსმა იმ რეზოლუციაზე საუბრის დროს გააკეთა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება.

კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს არის დაგეგმილი.