ლევან იოსელიანი: საქართველოში ისეთმა ინიციატივებმა, რომლებმაც შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდვები დაუწესოს, შესაძლოა რთული გარემო შექმნას

ლევან იოსელიანი: საქართველოში ისეთმა ინიციატივებმა, რომლებმაც შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდვები დაუწესოს, შესაძლოა რთული გარემო შექმნას

Epp-ის რა პოლიტიკური მიზნები აქვს, ეს კავშირში არ არის რეალობასთან, რა რეალობაშიც არის საქართველო, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„საქართველო არის რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა, საქართველოში ისეთმა ინიციატივებმა, რომლებმაც შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდვები დაუწესოს, შეიძლება რთული გარემო შექმნას“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

Euractiv-ის ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტია“ ევროკავშირში არასამთავრობო სექტორში უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითხოვს.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.