ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დეპუტატებმა კენჭი უყარეს დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს ევროპული მომავალი ექსპრეზიდენტის მკურნალობას დაუკავშირეს და ქვეყნის ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლებისკენ და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობის მიცემისკენ მოუწოდეს.

ამავდროულად, რეზოლუცია სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომლითაც ევროპარლამენტის დეპუტატების ნაწილი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, თუმცა, კვლავ არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე.