სააკაშვილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს „კგბ“-ს ქოლგის ქვეშ მუშაობდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„ნათელია ვის ინტერესებს ემსახურებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილი. 20% რუსეთის გადაუფორმეს, სტრატეგიული ობიექტები რუსეთს გადააბარეს და შემდეგ 2008 წელის ომი ქართველ ბიჭებს დააბრალეს. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა ყოფილიყო?! სააკაშვილი ეს იყო უკრაინის სპეცსამსახურების დაკვირვების ქვეშ, რომელიც კგბ-ს ქოლგის ქვეშ მუშაობდა, საბჭოთა კავშირის დროს“,- განაცხადა ზარქუამ.
„სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ, როგორც დაზვერვის მომავალი შესაძლო თანამშრომლები, მათთან მუშაობდნენ უკრაინული სპეცსამსახურები, რომელშიც შედიოდა კგბ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი უკრაინის უშიშროების სამსახური“, - განაცხადა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილმა თავმჯდომარემ, არმიის გენერალმა, ნიკოლაი მალომუჟმა.