მუსიკოსი ფარელ უილიამსი მოდის სახლ Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის კრეატიული დირექტორი გახდა. ინფორმაცია ამის შესახებ ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ფარელ უილიამსის მიერ შექმნილი პირველი კოლექცია პარიზში, 2023 წლის ივნისში იქნება ნაჩვენები.
2003 წელს უილიამსმა, იაპონელ დიზაინერ ნიგოსთან ერთად დააფუნძნა ტანსაცმლის ბრენდი Billionaire Boys Club. გარდა ამისა, ის ასევე თანამშრომლობდა მსხვილ მოდის სახლებთან, მათ შორის Louis Vuitton-თან და Chanel-თან.
Louis Vuitton-ის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზის კრეატიული დირექტორი ვირჯილ აბლო 2021 წელს გარდაიცვალ, რის შემდეგაც ბრენდის დიზაინერთა გუნდი მამაკაცის ტანსაცმელს კრეატიული დირექტორის გარეშე უშვებდა.