ჯგუფი S Club 7 სცენაზე ბრუნდება

ჯგუფი S Club 7 სცენაზე ბრუნდება

გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში ტურს გამართავს. ეს პირველი შემთხვევაა იქნება 2015 წლის შემდეგ, როდესაც მაყურებლის წინაშე ჯგუფის პირველი შემადგენლობა სრულად წარდგება.

„იმედი გვაქვს, რომ ყველა შემოგვიერთდება ამ დიდ წვეულებაზე“, - განაცხადეს ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეორგოლში.

S Club 7-ი 1998 წელს Spice Girls-ის ყოფილმა მენეჯერმა საიმონ ფულერმა დააარსა. ჯგუფმა არაერთი ჯილდო მოიპოვა და ისეთი ჰიტები გამოუშვა, როგორებიცაა Bring It All Back, Don’t Stop Movin’ და ა.შ. ჯგუფი 2003 წელს დაიშალა. 2014-ში მათ დაბრუნება გადაწყვიტეს და ახალი სიმღერებიც ჩაწერეს, თუმცა 2015 წლის შემდეგ ერთად აღარ უმღერიათ.