ალუდა ღუდუშაური: რეზოლუციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ისე არის დამახინჯებული ალუდა ღუდუშაური

ალუდა ღუდუშაური: რეზოლუციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ისე არის დამახინჯებული ალუდა ღუდუშაური

ევროპარლამენტის რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა შეაფასა.

„თქვენ ხედავთ, რომ რეზოლუციები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ისე არის დამახინჯებული. მეორე მხრივ, იმდენად აცდენილი არის ზოგადად რეალობად და არ გამომდინარეობს ფაქტებიდან, რომ კიდევ უფრო მეტად აკნინებს თვითონ რეზოლუციას, მის სანდოობას. ხარისხზე აღარაფერს ვსაუბრობ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას აშანტაჟებს. „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ - განცხადება კუბილიუსმა იმ რეზოლუციაზე საუბრის დროს გააკეთა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება.

კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს არის დაგეგმილი.