პოლიტიკური ანტიპათია თუ აქვს ვინმეს „ქართული ოცნების“ და ამისთვის ინსტრუმენტად იყენებს სანქციას, ეს ძალიან მანკიერი პრაქტიკაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სანქცია არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სამართალდარღვევაზე.
„ვერავინ ვერ საუბრობს სამართალდარღვევაზე და მაინც სანქნციებზე საუბრობენ. ასეთ დროს, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას რომ უკუაგდებ, გამოდის, რომ ერთადერთი მოტივი შეიძლება რჩებოდეს პოლიტიკური ანტიპათია. პოლიტიკური ანტიპათია თუ აქვს ვინმეს „ქართული ოცნების“ და ამისთვის ინსტრუმენტად იყენებს სანქციას, ეს ძალიან მანკიერი პრაქტიკაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.