ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წყვილს, ბლეიკ ლაივლისა და რაინ რეინოლდსს, ახლახან მე-4 შვილი შეეძინა. რაიანის თქმით, მისი სამი შვილი, 8 წლის ჯეიმსი, 6 წლის ინეზი და 3 წლის ბეტი მოუთმენლად ელოდებოდნენ დედმამიშვილს.
"ძალიან გახარებულები არიან," — მსახიობმა ბოლოდროინდელ ინტერვიუში თავისი გოგოების განწყობაზე ისაუბრა. — "მზად არიან. მეც ძალიან გახარებული ვარ. სულელი უნდა იყო მეოთხე შვილიც იყოლიო, თუ ეს პროცესი არ მოგწონს. ალბათ ნამდვილი სიგიჟე იქნება, თუმცა ძალიან გახარებულები ვართ."
ბლეიკმა მეოთხე ფეხმძიმობა სექტემბერში გაამჟღავნა Forbes Power Women's Summit-ის წითელ ხალიჩაზე. ახლა კი ინსტაგრამზე თავისი, რაიანისა და რაინის დედის ფოტო გააზიარა და ფანებს მიანიშნა, რომ მეოთხე შვილი უკვე შეეძინა. ფოტოს აღწერიდან ჩანს, რომ მსახიობი ოჯახის წევრებთან ერთად უყურებდა წლევანდელ Super Bowl-ის შოუს.
მე-4 შვილის დაბადებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით წყვილს არ გაუმჟღავნებია.