მერილენდის შტატში მცხოვრებმა კაცმა პროდუქტების მაღაზიაში ლატარიის ბილეთი იყიდა სოლიდური თანხა მოიგო. ამის შესახებ Sun-ი წერს.
კაცის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, 6 თებერვალს, შუაღამეს ის შიმშილმა გააღვიძა, რის გამოც სახლთან მდებარე მარკეტში წასვლა და შემწვარი ქათმის ყიდვა გადაწყვიტა. იქ მან დახლზე ლატარიის ბილეთები დაინახა და ჯიბეში ნაპოვნი ხურდებით რამდენიმე იყიდა.
როგორც კაცი იხსენებს, მან დიდი ხანი ჩაძინება ვერ შეძლო და თავისი ბილეთების შემოწმება გადაწყვიტა. როგორც აღმოჩნდა, მან 750 000 დოლარი მოიგო.
გამარჯვებულის თქმით, მოგებული თანხით ის თავისთვის და შვილისთვის ახალი სახლების ყიდვას გეგმავს.